კომპანიის შესახებ

„ანასეულის ექსპერიმანეტული ჩაის ფაბრიკა“ ერთ-ერთი უძველესი ჩაის ფაბრიკაა საქართველოში. ჩვენ შავი და მწვანე ჩაის მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოების 70-წლიანი გამოცდილება გვაქვს. ადგილბრივ ბაზარზე გაყიდვების გარდა, ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გადის და ქართული ჩაი უკრაინაში, ბელარუსში, უზბეკეთსა და რუსეთში იყიდება. ფაბრიკას აქვს საუკეთესო ჩაის ჯიშებისა და სასელექციო ჩაის პლანტაციები. სწორედ ეს არის გარანტი იმისა, რომ ამ პლანტაციებიდან მიღებული საუკეთესო ფოთლებისგან წარმოებული ჩაი უმაღლესი ხარისხისაა.

ცოტა ხნის წინ ჩვენმა კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი პროდუქციის გამორჩეული ხარისხის უკეთ წარმოსაჩენად.

დააგემოვნეთ 100%_ით ნატურალური ჩაი კონსერვანტების, საღებავის და ხელოვნური დანამატების გარეშე.

სიახლეები

 

გემო, რომელიც დრომ დახვეწა

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა“-მ მონაწილეობა მიიღო ქართული აგრარული ბიზნესისთვის ლატვიასა და პოლონეთში განხორციელებულ სავაჭრო მისიაში, რომლის ფარგლებშიც 120-ზე მეტი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა ლატვიელ და პოლონელ იმპორტიორებთან, საბითუმო და საცალო მოვაჭრეებთან.
#შეიძინექართული

ანასეული, ჩაის სამშობლო საქართველოში

ამბობენ, რომ როდესაც გურიის მთავარმა მამია II-მ თავისი ქალიშვილი ანა კახთა მეფე თეიმურაზს მიათხოვა, სხვა აურაცხელ სიმდიდრესთან ერთად, მზითევად ერთი ულამაზესი ადგილი უბოძა - მწვანეში ჩაფლული მამული, რომელიც გურიის მთავრების სატახტო ქალაქს ზემოდან დაჰყურებს – ანასეული. მამული დღესაც ამ სახელით მოიხსენიება.
საუკუნეების შემდეგ, 1809 წელს, მამია V-ს ბრძანებით, შოტლანდიელმა აგრონომმა და მებაღემ იაკობ მარიმ საქართველოში პირველი ჩაის კულტურის გასაშენებლად ადგილის ძებნა გურიაში დაიწყო. ამის შედეგად, სწორედ ანასეულის ბაღში გაჩნდა ჩაის პირველი ბუჩქი.
ერთ დროს უცნობი მცენარის მოყვანამ საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლოსამეურნეო დარგის განვითარებას საქართველოში. უფრო მეტიც, ანასეულში მოყვანილი ჩაი გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით და გემოვნური თვისებებით.

ისტორია

1935
ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის
ფაბრიკის დაარსება
2007
რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა
აკდემიის სპეციალური პრიზი
2010
დსთ-ის საერთაშორისო ფონდის
ოქროს მედალი
2002
ოქროს მედალი ნიუ-იორკის
ჩაის მწარმოებელთა სამიტზე
2007
62 ჰექტარი ჩაის პლანტაციის შეძენა
2012
კავკასსერტმა მიანიჭა ბიოპროდუქციის
წარმოების სერტიფიკატი
2005
ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის
ფაბრიკის პრივატიზაცია
2008
დიაბეტური ჩაის წარმოების დაწყება
2016
USAID–ის დახმარებით ქარხნის
გადაიარაღება და რებრენდინგი
2006
პირველი ადგილი ბაქოს
საერთაშორისო გამოფენაში
2008
დსთ საერთაშორისო ფონდის
ოქროს მედალი
2017
დაიწყო პრემიუმ ხაზის გამოშვება
ახალი შეფუთვით
 

პრემიუმ ჩაი

გემო, რომელმაც დროს გაუძლო

ანა ბატონიშვილი – შავი ჩაი

პრემიუმ კლასის შავი ჩაი ანა ბატონიშვილი დამზადებულია გამორჩეული ხარისხის მქონე ჩაის ნაზი ყლორტებისაგან. ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით მიღებული ჩაი გამოირჩევა ნაზი არომატით და სრულყოფილი გემოთი.

ანა ბატონიშვილი – მწვანე ჩაი

პრემიუმ კლასის მწვანე ჩაი ანა ბატონიშვილი წარმოებული უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი ნედლეულით, არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ არტერიული წნევის დარეგულირებაში, იმუნური სისტემის გაძლიერებასა და წონის დაკლებაში.

მალე...

 
კლასიკური ჩაი
შავი ჩაი და მწვანე ჩაი

დიაბეტური ჩაი
შავი და მწვანე დიაბეტური ჩაი

ხილის ჩაი
შავი ჩაი ვაშლით, მწვანე ჩაი ვაშლით
შავი ჩაი ქლიავით, მწვანე ჩაი ქლიავით
შავი ჩაი მოცვით, მწვანე ჩაი მოცვით
 
კონტაქტი
 
შპს ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა

ოზურგეთი, ანასეული,
უნივერსიტეტის ქ. 6
ტელ.: 514 090402